საქართველოში "ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე" სიტყვით რობოტი გამოვა. ჰუმანოიდი სოფია, რომელიც Hanson Robotics-ის მიერ არის შექმნილი, სამიტს გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით დაესწრება და სესიაში ,,ინოვაციები საჯარო სერვისებში“ მიიღებს მონაწილეობას. სესიის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი იქნება. სოფია საზოგადოებას 2016 წელს წარუდგინეს. ის ყველაზე განვითარებული რობოტია, რომელსაც სხვადასხვა თემაზე საუბარი და ემოციების გამოხატვა შეუძლია. სოფია, პირველი რობოტია, რომელსაც მოქალაქეობა მიენიჭა, ის საუდის არაბეთის მოქალაქეა. სოფია ,,ღია მმართველობის პატრნიორობის სამიტზე“ აუდიტორიის წინაში თბილისში, 18 ივლისს წარდგება.