მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის "ღია დიალოგი" გაიმართა. შეხვედრას 200-მდე მეწარმე დაესწრო. დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა. მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი კი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა., მასშტაბური საგადასახადო რეჟიმი 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურს ეხება.