ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული.
რაც შეეხება აუზებს, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებშია განთავსებული, ფერაძის თქმით, თუ აღნიშნული სასტუმრო გაივლის შესაბამის შემოწმებას და მიიღებს ნებართვას, აუზს ფუნქციონირება ჩვეულებრივად შეეძლება.
კითხვაზე, თუ ვინ ახორციელებს მონიტორინგს, ფერაძის განცხადებით, შემოწმებებს ძირითადად ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს.