ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობამ "ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის" შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველომ 82 ქულით მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის, მე-5 ადგილი დაიკავა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პოზიციით, საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მოექცა.
აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველო 34 ქულით 30-ე ადგილს იკავებდა და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო.