ღაზას სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ოთხსართულიანი სახლი ჩამოიშალა, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პალესტინელი მაშველების განცხადებით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ამასთან, თავდასხმის შედეგად კიდევ 15 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. მაშველები შენობის ნანგრევებში ადამიანების ძებნას აგრძელებენ, რადგან ეჭვობენ, რომ იქ კიდევ მეტი პირია მოყოლილი.