მსოფლიოს "კლიმატური აპარტეიდი" ემუქრება. გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს. ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება, "ყველაზე ღარიბი ადამიანები იძულებულები იქნებიან არჩევანი გააკეთონ შიმშილსა და მიგრაციას შორის", - წერია ანგარიშში.
"ჩვენ ვრისკავთ, რომ დადგეს "კლიმატური აპარტეიდი", როდესაც მდიდრები იხდიან რათა სიცხეს, შიმშილს და კონფლიქტებს გაექცნენ, მაშინ როცა დანარჩენები რჩებიან და იტანჯებიან", - ამბობს ფილიპ ალსტონი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი უკიდურესი სიღარიბისა და ადამიანის უფლებების შესახებ.