საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს.
როგორც წერილში პრემიერი წერს მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ.
როგორც ღარიბაშვილი წერს, მიხეილ საკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, თუმცა როგორც მას ატყობინებენ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.