ვაზიანის ბაზაზე მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სწავლებით საქართველომ და მსოფლიომ კიდევ ეთხელ დაინახა, რომ ნებისმიერი, მათ შორის უხილავი გამოწვევის მუხედავად, თანამშრომლობა პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კი სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა აახლოებს საქართველოს ალიანსის წევრობასთან. მისივე თქმით, საქართველოს მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.