ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ჩვენ ივანიშვილს და მეორეჯერ ღარიბაშვილის წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ბერძენიშვილის შეფასებით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ორი ბატონის - ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს მსახურია.
„მენტალურადაც არის ორი ბატონის მსახური - როგორც ივანიშვილის, ასევე საპატრიარქოსი, მენტალურად ის ბნელია.