თბილისში, კონკრეტულ ლოკაციებზე, ღამით მოძრავი კვების ობიექტები განთავსდება. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე აცხადებს. როგორც გვარჯალაძე ამბობს, პროექტზე მომუშავე ჯგუფის იდეაა, მოძრავი კვების ობიექტები - Food trucks (ფუდ თრაქს) სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიაზე ივლისიდან დაიდგას. მისივე თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი და მასზე დაკვირვება 6 თვის განმავლობაში მოხდება.