სამხრეთ კორეის ქალაქ კვანჯუში ღამის კლუბში ნგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 17-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც ადგილობრივი სახანძრო სამსახური იტყობინება, ჩამოინგრა შიდა აივანი, რასაც ტრაგედია მოჰყვა. დაშავებულებს შორის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ათლეტებიც წარმოადგეენ, მათ შორის, ამერიკელი, ახალზელანდიელი, ჰოლანდიელი, იტალიელი და ბრაზილიელებიც. რაც შეეხება დაღუპულებს, ისინი 38 და 27 წლის ადამიანები არიან, რომლებიც ბიბისის ცნობით, სპორტსმენები არ ყოფილან. ღამის კლუბში ინციდენტის დროს 370-მდე ადამიანი იმყოფებოდა.