თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება. ფორუმის დაწყებამდე პრესკონფერენცია გაიმართა, ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები სტუმრობენ. ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.