გერმანულმა სადაზღვევო კომპანიებმა 2021 წელს, ბოლო 40 წლის განმავლობაში, რეკორდულად მაღალი კომპენსაციები გადაიხადეს. კომპანიებმა სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 12,5 მლრდ ევრო დახარჯეს. ამის შესახებ გერმანელ მზღვეველთა კავშირის, GDV-ის განცხადებაში არის ნათქვამი.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ კომპენსაციების მეტი წილი, კერძოდ, 12,5 მილიარდიდან 9 მლრდ დოლარი წყალდიდობისგან და კოკისპირული წვიმებისგან დაზარალებულ საცხოვრებელ სახლებსა და საწარმოებზე დაიხარჯა, ხოლო 2 მლრდ დოლარით ქარიშხლისა და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი დაკომპენსირდა. დარჩენილი 1,5 მლრდ დოლარით სტიქიური უბედურებებით დაზიანებული ავტომობილები გარემონტდა.
GDV-ის მონაცემებით, სულ 2021 წელს კომპენსაციებზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე 2002 წელს, როცა ქვეყანას აგვისტოს დამანგრეველი წყალდიდობა და შტორმი დაატყდა თავს. მაშინ კომპენსაციების მოცულობამ 11,3 მლრდ ევრო, ხოლო 1990 წელს გრიგალის შედეგად მიყენებული ფინანსური დანაკარგის ოდენობამ 11,5 მლრდ ევრო შეადგინა.