მფრინავი ტაქსების გერმანული სტარტაპი Volocopter-ი თავის 150 ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ელექტროთვითმფრინავს (electric vertical take-off and landing-eVTOL) ჩინელ პარტნიორებს მიჰყიდის. Volocopter-ის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს. მფრინავ ტაქსებს ჩინური ავტომწარმოებელი Zhejiang Geely Holding Group-ი ყიდულობს.
Volocopter-ის ინვესტორებს შორის Daimler, BlackRock და Intel Capital არიან. კომპანიაში მოელიან, რომ ჩინელებთან პარტნიორობის შედეგად, ჩინეთს eVTOL-ის თვითმფრინავებს 3-5 წლის განმავლობაში მიაწვდიან.
აპრილში Volocopter-მა კომპანია Zhejiang Geely's Aerofugia-სთან ერთობლივი საწარმოს გახსნის შესახებ განაცხადა. კომპანიამ თავისი ინვესტორებისგან 322 მლნ ევრო მიიზიდა.