2021 წელს გერმანული ლუქს კლასის ავტომობილების ფასი რეკორდულად გაიზარდა. ამის მიზეზი კი ნახევარგამტარების მიწოდებაში დეფიციტი და გაზრდილი მოთხოვნა გახდა. აღნიშნულის შესახებ Financial Times-ი წერს.
ამავე მასალაში ვკითხულობთ, რომ პანდემიამ ბოლო 10-წლიანი გაყიდვების ზრდის ტემპი უკუმიმართულებით შემოატრიალა და თუ მაშინ კომპანიები იმაზე მეტ ავტომობილს აწარმოებდნენ, ვიდრე რეალურად ყიდდნენ, ახლა სურათი საპირისპიროა, ავტომობილებზე მოთხოვნა დიდია, ხოლო მიწოდება ბევრად ნაკლები.
მიუხედავად მიწოდებაში არსებული პრობლემებისა, გერმანული პრემიუმ კლასის საავტომობილო კომპანიების შემოსავლები არ იკლებს. 2021 წლის მესამე კვარტლისთვის Mercedes-Benz-ის მოგება ერთ გაყიდულ ავტომობილზე 54 ათას ევრომდე გაიზარდა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 38 ათასი ევრო იყო. Audi-იმ კი 46 ათასიდან 57,5 ათასამდე გაზარდა. BMW-ს შემთხვევაში კი ეს ციფრი ოდნავ მოკრძალებულია და 36-დან მხოლოდ 38 ათასამდე გაიზარდა.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Mercedes-მა წლის მოგების პროგნოზი 1%-ით შეამცირა, არადა რეალური გაყიდვები წელს 30%-ით ნაკლები იქნება.