გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი არ გაერთიანდება. Deutsche Bank-ისა და Commerzbank-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები.როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა, რომ დისკუსიები დაესრულებინათ.
გერმანიის ხელისუფლება, რომელიც Commerzbank-ში 15%-იან წილს ფლობს, აღნიშნული შეთანხმების განხორციელებას, ხელს უწყობდა იმ იმედით, რომ საბანკო სფეროში ეროვნული ფლაგმანი შეიქმნებოდა, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული გერმანული ეკონომიკის დაფინანსებას მოახდენდა.