გერმანული სტარტაპ კომპანია e.Go Mobile მალე ელექტრომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მისი ელექტრომობილები „ტესლა მოდელ 3-ზე“ ორჯერ იაფი ეღირება.„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გერმანულ კომპანიას თავის პატარა ელექტრომობილზე უკვე 3 ათას 200 წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული და შეკვეთების მიღება, წარმოების დაწყებამდე შეაჩერა. წარმოება კი მარტიდან, ახენის ქარხანაში უნდა დაიწყოს.
მარკეტინგული გათვლებით, 2022 წლისთვის ელექტრომობილის წლიური წარმოება 100 ათასს მიაღწევს.