გერმანული ბრენდის კერხერის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კავკასიაში რიგით მეორე შოურუმი გახსნა ბათუმში თბილისის შემდეგ. წამყვანი ბრენდი დასუფთავების ტექნიკაში მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის მოწყობილობებს და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას სთავაზობს.
კომპანია კერხერი ტექნიკის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების ხარისხს მუდმივად აკონტროლებს.კერხერ ცენტრ ბათუმში შესაძლებელია როგორც პროფესიონალური ასევე საყოფაცხოვრებო აპარატების შეძენა. კერხერი საქართველოს ბაზარზე, მოქმედ 90 კოპანიას უწევს პარტნიორობას, ისინი მომხმარებელს სწორედ ამ ბრენდის ტექნიკაზე ურჩევენ არჩევანის შეჩერებას. აღსანიშნავია,რომ წარმოების შემდეგ თითოეული აპარატი მოწმდება და ისე იგზავნება მაღაზიის შოურუმში წაესადგენასდ.აღსანიშნავია,რომ კერხერ ცენტრი ბათუმი მომხმარებელს სთავაზობს იგივე პროდუქციას და მომსახურებას,ასევე საგრანტო სერვის ,რასაც თბილისის შოურუმი. საწმენდი საშუალებები, იატაკის გასაპრიალებელი, მაღალი წნევით რეცხვის აპარატები და აქსესუარები, მრავალფუნქციური მტვერსასრუტები, ორთქლის აპარატები, პროდუქცია ქიმიური წმენდისთვის, ეს ის პროდუქციაა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება შესანიშნავი შედეგების მიღწევა ყველაზე რთულ ზედაპირებზე და ძნელად მისაწვდომ ადგილებში. მაღაზიის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით გაიმართა გათამაშება. კერხერ ცენტრ ბათუმის ოფიციალურ გახსნაზე მოწვეულები იყვნენ კერხერის პარტნიორი მსხვილი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები სასტუმრო ბიზნესიდან, გადამზიდავი კომპანმიები და დილერები. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ასევე კერხერეის რეგიონალური პრეზიდენტი ლილია სედლარი.