გერმანული ავტომწარმოებლები, რომელთა შორის არიან BMW და Audi, უარს ამბობენ რუსეთის რკინიგზის გამოყენებაზე საკუთარი ავტომობილების ჩინეთში ექსპორტირებისთვის.
იაპონური სააგენტო Nikkei საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, კომპანიები უარს ამბობენ ახალი აბრეშუმის გზის გამოყენებაზე, შედეგად კი ისინი ჩინეთში ექსპორტს ბრემერჰაფენის პორტიდან განახორციელებენ.
სააგენტოს ცნობით, სარკინიგზო გადაზიდვები ავტომწარმოებლებს უფრო ძვირი უჯდებათ, თუმცა ის უფრო მოკლე დროს საჭიროებს და მეტად ეკოლოგიურია. ასე რომ, ექსპორტის ეს გზა პრემიუმ ავტომწარმოებლებს უღირდათ მეტი მოქნილობიდან გამომდინარე.