გერმანიის სასამართლომ სირიელ მამაკაცს, ანვარ რასლანს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ 58 წლის რასლანი სირიის სამოქალაქო ომის დროს ციხეში 4 000-ზე მეტი ადამაინის წამებაში დამნაშავედ სცნო.
როგორც ცნობილია, რასლანი 2011 წელს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და დამასკოში დაკავებულ აქტივისტებს 2 წლის მანძილზე აწამებდა.
ბრალდების მხარემ დაადგინა, რომ მან პირადად მოკლა 58 და გააუპატიურია ათობით პირი, ასევე მონაწილეობდა 4 000-ზე მეტი ადამიანის წამებაში.
ანვარ რასლანი 2014 წელს ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარდა. ბოლო 3 წლის მანძილზე ის პატომრობაში იმყოფებოდა.