ევროკომისია უახლოეს მომავალში დაასრულებს ანტიმონოპოლიურ გამოძიებას კომპანიების - BMW, Daimler და Volkswagen Group-ის წინააღმდეგ. ისინი საკუთარ ავტომობილებში სპეციალური ჩიპების უკანონო ინსტალაციაში არიან ეჭვმიტანილნი, რის შედეგადაც გამონაბოლქვის ზუსტი მონაცემი ყალბდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯარიმამ შესაძლოა, 1 მილიარდ ევროს მიაღწიოს. ყველაზე მეტის გადახდა კი BMW-ს მოუწევს, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. გამოცემა დასძენს, რომ ავტომწარმოებლებმა გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ამასთან, ისინი პოტენციური ჯარიმის სასამართლოს გზით გასაჩივრებას აპირებენ.