გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ როტი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ დემონსტრაციები უნდა იყოს მშვიდობიანი. მისივე თქმით, მას არ ახსოვს ასეთი ძალადობა საქართველოდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები ძალიან გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული. ამასთან, როტის შეფასებით, საქართველოში კლიმატი ძალიან დაძაბული და პოლარიზებულია.