გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში, ძალაში არ შევა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი მოუწოდებენ სენატს, არ მიიღოს სანქციების დაწესებაზე წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება.
როგორც ცნობილია, წარმომადგენელთა პალატამ 11 დეკემბერს მხარი დაუჭირა სამხედრო ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც შეყვანილია დადგენილება სანქციების დაწესების შესახებ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან რუსული გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქული ნაკადის“ პროექტის მშენებლობაში. ახლა ეს დოკუმენტი კონგრესის სენატმა უნდა დაამტკიცოს და ბოლოს ხელმოსაწერად პრეზიენტ ტრამპს გადაეგზავნება.