12:19
23 ოქტომბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას საჭიროდ მიიჩნევს
17-10-2020

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების მიუხედავად, მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებას საჭიროდ მიიჩნევს. მაასის განცხადებით, მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნება საჭიროა საერთაშორისო კონფლიქტების დასარეგულირებლად. „მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ადამიანია დამოკიდებული იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იზრუნოს ამ კონფლიქტების დარეგულირებაზე, მათ შორის რუსეთთან დიალოგის გზით. რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში ახალი გაყინული ეპოქით არ შეიძლება ვინმე იყოს დაინტერესებული“,- აღნიშნა ჰეიკო მაასმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში. მან ხაზი გაუსვა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად, რაც ევროპის მხრიდან სწრაფ და მკაფიო პასუხს მოითხოვს. „სამწუხაროდ, გერმანიას მოსკოვთან სხვა კონფლიქტური საკითხებიც აქვს. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან რთული რჩება“, - განმარტა მაასმა.

AutoPlay
ქედა-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი ავტომობილის და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
ნათია თურნავა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
თბილისში ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
გუშინ გითხარით და მერე სადღაც დამცინეს - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 10 წუთის წინ
განიხილავს თუ არა მთავრობა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვას?
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
2 მთავარი გზავნილი, რომელსაც ამირან გამყრელიძე მოსახლებას ამცნობს
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები