გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს, ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს - Palitra News

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს, ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

2020-08-31 16:07:54+04:00

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი რუსეთს ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით მეტი გამჭვირველებისკენ მოუწოდებს. მედიის ინფორმაციით, მაასმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

„რუსეთთან ურთიერთობებში შავი ღრუბლები დაცურავენ. რუსეთმა ნავალნის საქმის გარკვევაში უფრო მეტი წვლილი უნდა შეიტანოს,“- აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ნავალნის მკურნალობა ბერლინის კლინიკაში უტარდება.