გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის მიზნით რუსეთის ქმედებები დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
გერმანელი მინისტრის თქმით, ჰორიზონტზე გლობალური სასურსათო კრიზისი ჩანს.
,,ჰიბრიდული ომი არ არის მხოლოდ ტანკებითა და საჰაერო რაკეტებით, არა მხოლოდ ყალბი ამბებითა და პროპაგანდით, არამედ ეს არის სასურსათო ომი, რომელსაც უკვე მსოფლიოს გარშემო ვხედავთ. მარცვლეულის უკრაინაში შენახვა, იმის გამო, რომ რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს მსოფლიოში, არის დიდი საფრთხე. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ჩვენ ახლა ამ სესიაზე ფოკუსირებას ვახდენთ გლობალურ სასურსათო კრიზისზე, რომელიც ჰორიზონტზე ჩანს", - განაცხადა ბაერბოკმა.