გერმანიის პოლიციამ მატარებლის ქვეშ მიგრანტთა ჯგუფი აღმოაჩინა. 20-მდე დევნილმა გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა სატრანზიტო მატარებლის ქვეშ დამალულებმა მოახერხეს. ქალაქ რაუბლინგის პოლიციის ცნობით, მიგრანტები ფიზიკურად სუსტად არიან, ზოგიერთ მათგანს ჰიპოთერმია აქვს და ისინი მკურნალობას საავადმყოფოში გადიან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის რომ დევნილთა სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.