გერმანიის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. კანონს ბუნდესტაგის 393 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 226 კი წინააღმდეგი იყო, ხოლო 4 მა კანონმდებელმა თავი შეიკავა. სხვებთან ერთად მხარი დაუჭირა დოკუმენტს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკმაც, რომელიც მანამდე ანგელა მერკელის მსგავსად ერთსქესიანთა ქორწინებას ეწინაააღმდეგებოდა, თავად კანცლერი ამ პროქტის წინააღმდეგ გამოდიოდა, მას მიჩნია, რომ ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის შეიძლება შედგეს, შესაბამისად ანგელა მერკელმა პროქტის წინააღმდეგ მისცა ხმა.