გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი აირჩიეს. ახალ ლიდერი 1 001 დელეგატიან პარტიის ყრილობაზე, ონლაინ კენჭისყრის გზით აირჩიეს. ლაშეტს მხარი ყრილობის 521-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 466 წავიდა. “დოიჩე ველე“ წერს, რომ ლაშეტი, რომელიც 2017 წლის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი იყო, ანგელა მერკელის პოლიტიკური კურსის ყველაზე მტკიცე გამგრძელებლად მოიაზრება. „შტატის პრემიერი, რომელიც 18-მილიონიან მოსახლეობას წარმატებით მართავს, გერმანიის კანცლერობასაც შეძლებს,“- განაცხადა ლაშეტმა რამდენიმე დღის წინ. ანგელა მერკელი, რომელსაც კანცლერის პოსტი 2005 წლიდან უკავია, თანამდებობას წელს, სექტემბერში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შემდეგ დატოვებს.