ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასრულებამდე კანცლერი გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა. სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ ნატოს სამხედრო სწავლებაში - "ღირსეული პარტნიორი 2018". ეს იყო მისი დასკვნითი შეხვედრა საქართველოს ტერიტორიაზე ამის შემდეგ ანგელა მერკელი კავკასიურ ტურნეს უკვე სომხეთში გააგრძელებს.