საქართველოს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.