23:01
25 იანვარი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს
28-11-2020

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გერმანიაში, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისი თქმით, BioNTech-სა და Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე წარმატებული კლინიკური ცდის შემდეგ გერმანიაში მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია. მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცებისთანავე ქვეყანაში პირველ რიგში საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების სამედიცინო პერსონალს აცრიან და დასძინა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო არ იქნება. „ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენს დასაცავადაა საჭირო, არამედ მათთვისაც, ვისზეც თქვენ ზრუნავთ,“- აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა. იენს შპანის ინფორმაციით, სხვადასხვა მწარმოებელთან მიღწეული შეთანხმების შედეგად გერმანიამ ვაქცინების 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა შეძლო.

AutoPlay
ირმა ნადირაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, მოლაპარაკებების შინაარსში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ირმა ნადირაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თავდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა გამართა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3043 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები