გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც იმავე ექსპერიმენტულ მკურნალობას დაიწყებს ანტისხეულებით, რომელიც ამერიკის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემთხვევაში გამოიყენეს კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ 200 ათასი დოზა შეიძინა, რაც 400 მილიონ ევროს შეადგენს.
შპანს არ დაუსახელებია მწარმოებელი, რომელიც გერმანიას მედიკამენტს მიაწვდის. თუმცა, ირწმუნება, რომ ეს ზუსტად ის პრეპარატია, რომელსაც ტრამპი ღებულობდა, როდესაც გასული ოქტომბერში კრონავირუსით დაინფიცირდა.
„ის მუშაობს როგორც პასიური ვაქცინაცია. ამ ანტისხეულების შეყვანა ადრეულ სტადიაზე პაციენტს შესაძლოა დაეხმაროს დაავადების გართულების თავიდან აცილებაში“, - განაცხადა მინისტრმა.