23:14
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ გვსურს არა პირველი, არამედ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა
16-09-2020

გერმანიის მთავრობა ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საზოგადოების ნაწილისთვის 2021 წლის შუა პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი, - შესაბამისი განცხადება გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა და კვლევის მინისტრმა, ანია კარლიჩეკმა გააკეთეს. ორივე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაქცინებზე მუშაობისას უპირატესობა უსაფრთხოებას ენიჭება.

„ჩვენ გვსურს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. არ არის აუცილებელი, რომ პირველი იყოს,“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

მინისტრების განმარტებით, ქვეყნის 750 მილიონი ევროს ოდენობის საკვლევი ფონდიდან ინვესტირება ძირითადად სამ კომპანიაში BioNTech-ში, CureVac-სა და IDT Biologika-ში განხორციელდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები