გერმანიის ფედერალური მთავრობა ტყის ინვენტირიზაციისთვის 5 მილიონ ევრომდე გამოყოფს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ)შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარია შეფერმა მოაწერეს.