გერმანიის ელჩი განმარტავს თუ რატომ იმყოფებოდა პარლამენტთან 20 ივნისის საღამოს. მისი თქმით, პარლამენტთან იმყოფებოდა, თუმცა არ მიუღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ელჩი აცხადებს, რომ ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ გუშინ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში მასთან ერთად ელჩებიც იმყოფებოდნენ.