ჟურნალისტები ფრთხილად უნდა იყვნენ და პასუხისმგებლიანად იმოქმედონ, როდესაც ისტორიასთან დაკავშირებით აკეთებენ განცხადებებს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა „პალიტრა ნიუსს“ განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიაში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასული სიუჟეტის გამო, რომელიც აფხაზეთს შეეხებოდა, მაუწყებელს ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო წერილით მიმართა.