საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოპოზიციის ნაწილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაკვირვებულია იმ კომენტარებით, რასაც მისი მისამართით ადამიანები ბოლო პერიოდში აკეთებდნენ. ქნირშის თქმით, ეს ადამიანმები მას არასოდეს შეხვედრიან და არც მის შესახებ იციან რაიმე.
ელჩმა ისიც დასძინა, რომ ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეში სიტყვებისა და ჟესტების გამოყენება ხდება. ჰუბერტ ქნირში იმედს გამოთქვამს, რომ დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი კრიტიკა მოჰყვა.