გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი ბერლინში ლექციის ჩატარების დროს მოკლეს. ფრიც ფონ ვაიცზეკერს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში მედიცინის მიმართულებით ლექციას კითხულობდა. შეხვედრას დაახლოებით 20 ადამიანი ესწრებოდა. ინციდენტის დროს დაშავდა ლექციაზე მყოფი ერთი ადამიანი, რომელიც ცდილობდა თავდამსხმელის შეჩერებას. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. იგი 57 წლის მამაკაცია, რომელსაც წარსულში კრიმინალური ისტორია არ აქვს.
თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარს პოლიცია იძიებს.
შეგახსენებთ, დაღუპულის მამა რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 1984-დან 1994 წლამდე იკავებდა.