გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის "ფაბლიქ რილეიშონ"-ს ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, მათ შორის 3 ღვინის მაგისტრი, ასევე ღვინის ჟურნალისტები, რომლებიც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.