02:34
14 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპატრამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება
03-07-2020

გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. აღნიშნული „პალიტრანიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყებაში დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. ცნობისთვის დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

AutoPlay
გერმანიის პოზიციით, ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
მესტიაში და რამდენიმე სოფელში COVID 19-ზე ტესტირება გაფართოვდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით პანდემიის წინაპირობებშიც მმართველ გუნდს მაღალი რეიტინგი ჰქონდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
რუსეთის საგარეო უწყების პოზიციით, გარე ძალები ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები