გერმანიაში ულტრამემარჯვენეების ჯგუფი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდა.
BBC-ის ცნობით, დაკავებულია 12 პირი, ერთი პირი კი გაიქცა. მათგან ოთხ გერმანელს ბრალად ედება ულტრამემარჯვენე ჯგუფის "Der harte Kern"-ის ფორმიერბა, დანარჩენ 8 პირს კი ამ ჯგუფის მხარდაჭერა ფულადი სახსრებით, იარაღით და სხვა.
არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა ორგანიზაცია გასული წლის სექტემბერში ჩამოაყალიბეს. სავარაუდოდ, მათ კავშირები აქვთ ფინელ ულტრამემარჯვენეებთან. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბოლო პერიოდში გერმანიაში ულტრამემარჯვენეების მიმართ მხარდაჭერა იზრდება, განსაკუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ხელისუფლება მიწისქვეშა მოძრაობის აღკვეთას ცდილობს.