გერმანიაში პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული 10 ისლამისტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. ფრანკფურტის პოლიციამ ისინი რეიდის დროს დააკავა, რომელშიც 200 პოლიციელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ასაკი 20-დან 42 წლამდეა. პოლიციამ რეიდის დროს 20 000 ევრო, დანები, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ავტომანქანისა და იარაღის გამოყენებით თავდასხმის მოწყობას გეგმავდნენ.