გერმანიის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა ოფისებში, რომლებიც ისლამურ ორგანიზაცებს ეკუთვნით და რომლებიც ეჭვმიტანილები არიან პალესტინური მოძრაობა "ჰამასის" დაფინანსებაში. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. "ჰამასი" ევროკავშირს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაციის მთავარი სამიზნეები იყვნენ ორი ორგანიზაცია, რომლებიც სავარაუდოდ ჰამასისთვის თანხებს აგროვებდნენ ჰუმანიტარული დახმარების სახელით. როგორც ამ ორგანიზაციების ვებგვერდებზე წერია, ისინი შემოწირულობებს აგროვებენ ღაზის სექტორში, სირიასა და სომალიაში მცხოვრები მოსახლეობისთვის. აღნიშნულ საქმეზე გერმანიაში გამოძიება მიმდინარეობს