ალბანეთის პოლიციამ ტირანას საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი შეიარაღებული პირი მოკლა, რომელმაც დიდი რაოდენობით თანხა გაიტაცა. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ნიღბიანმა და შეიარაღებულმა ადამიანმა ფული გაიტაცა, პოლიცია მათ დაედევნა. ერთ-ერთი მოკლეს, დანარჩენი კი გაიქცა. გავრცელებული ცნობით, მოპარულია დაახლოებით 10 მილიონი ევრო. ფული, რომელიც გაიტაცეს, ავსტრიის ავიახაზების თვითმფრინავით ვენაში უნდა ჩაეტანათ. მომხდარის შემდეგ კი ავიაკომპანიამ მსგავს ტრანსფერებზე უარი განაცხადა. მომხდართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს და 40 დაკითხეს, მათ შორის აეროპორტის თანამშრომლებიც. ტირანას აეროპორტში ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული ქურდობის ფაქტები აეროპორტის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ აყენებს.