გერმანიაში, დღეის მდგომარეობით სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა. ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრება დაიწყო 2021 წლის აპრილიდან. საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება კიდევ 2 ქვეყანასთან - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს გაფორმებული, თუმცა, ჯერ-ჯერობით მოქალაქეები სამუშაოდ არცერთ ქვეყანაში გამგზავრებულან.