გერმანიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. ინციდენტი გერმანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ბლანკენბურგში მოხდა. პოლიციამ ახლომდებარე შენობებიდან მოსახლეობა გაიყავანა. დროებით მუშაობა შეაჩერა საბავშვო ბაღმა, რომელიც საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარეობს. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.