გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში კანცლერის, ანგელა მერკელის ბლოკმა გაიმარჯვა. ადგილობივი მედიის ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა ძალებმა თითმის 33,9 % მიიღეს. მეორე ადგილზე 21 % ით სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა, რომლის ლიდერიც ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცია. მან მოგვიანებით პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ანგელა მერკელის ბლოკთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. მესამე ადგილი და 13 %-ი ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიას ერგო, მეოთხე კი "თავისუფალ დემოკრატიულმა პარტიამ" დაიმსახურა. გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებში პროცედურაში 61 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. მოქალაქეებს ხმის მიცემა სულ 73,500 საარჩევნო უბანზე შეეძლოთ. გერმანიის პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. პარლამენტის ქვედა პალატაში მინიმუმ 598 ადგილია. სავარძლების ნახევარს - 299, ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები იღებენ, მეორე ნახევარი კი 16 ფედერალურ მიწაზე პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით ივსება. არჩევნებში მონაწილეობა 42-მა პარტიამ მიიღო, საარჩევნო ბარიერი კი 5% იყო.