გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა. რაც შეეხება მთლიანად 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკას, ფედერალური ოფისის ინფორმაციით 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 ათას 263-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 3,3%-ს შეადგენს. ამასთან, 5 თვის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი ჯამში, 68 ათას 368 უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი 17 ათას 587 იყო სირიის მოქალაქე; 6 ათას 900 - ერაყის მოქალაქე; 4 ათას 794 კი - ნიგერიის მოქალაქე.