Euronews-ის ცნობით, ომიკრონის ახალი შტამის გავრცელების გამო, გერმანიის ხელისუფლება სადღესასწაულო ფოიერვერკების გაყიდვას ზედიზედ მეორე წელია, კრძალავს. თუმცა, მარაგში უკვე არსებული ფოიერვერკის გამოყენება ნებადართულია, ამიტომ მოყვარულები მათ შესაძენად მეზობელ ქვეყნებში გადადიან.
ტელეკომპანია იუწყება, რომ გერმანიასთან საზღვარზე, დანიის სონებორგში პიროტექნიკის გამყიდველებისგან გერმანელი სტუმრები, საშუალოდ, 400-500 ევროს ფოიერვერკს ყიდულობენ. დანიის მხარე იუტლანდიაში ფოიერვერკების მყიდველები ჰამბურგიდან, ჰანოვერიდან, ბრემენიდან, როსტოკიდან და დიუსელდორფიდან ჩადიან, რომლებიც პიროტექნიკის მაღაზიათა მომხმარებლების 65%-ს შეადგენენ.
გერმანელი ექიმები მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებენ, რომ ფეიერვერკი არ მოაწყონ, რადგან კორონავირუსის გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები წელსაც გადატვირთულია.